
სასაუბრო ფრანგული — ნულიდან საუბრამდე
სასაუბრო ფრანგული ნულიდან, ქართული ახსნით: 30 გაკვეთილი, 400 გახმოვანებული სიტყვა, გრამატიკა სავარჯიშოებით, დიალოგები და ტესტები. სცადე უფასოდ.
49 ₾
სცადე უფასო ნიმუშიერთჯერადი გადახდა, სამუდამო წვდომა
გადახდა საბანკო გადარიცხვით. ქვითრის ატვირთვის შემდეგ კურსი შენს ანგარიშზე გაიხსნება.
კურსის შესახებ
ფრანგულის ონლაინ კურსი დამწყებთათვის, რომელიც ნულიდან იწყება და ყოველდღიურ თემებზე თავისუფალ საუბრამდე მიგიყვანს. ყველა წესი ქართულადაა ახსნილი, ყოველი სიტყვა და ფრაზა გახმოვანებულია, ყოველ სიტყვას კი ქართული ასოებით ჩაწერილი გამოთქმაც ახლავს. კურსი ჩვენი წიგნის „სასაუბრო ფრანგული“ საფუძველზეა შექმნილი.
ფრანგულში ბევრი ასო იწერება, მაგრამ არ იკითხება, ამიტომ კურსი ანბანითა და გამოთქმის წესებით იწყება და ყოველ ნაბიჯზე გასმენინებს, როგორ ჟღერს სიტყვა. სისტემა ყოველ პასუხს მაშინვე ამოწმებს და გიხსნის, სად შეცდი. აქცენტების დასმა სავალდებულო არ არის, მაგრამ სწორ მართლწერას ყოველთვის გაჩვენებს.
ვისთვისაა ეს კურსი
- ვინც ფრანგულს ნულიდან იწყებს
- ვინც საფრანგეთში, ბელგიაში ან შვეიცარიაში მოგზაურობას ან სწავლას გეგმავს
- ვისაც სამსახურისთვის ან სიამოვნებისთვის სჭირდება სასაუბრო ფრანგული
- ვისაც ურჩევნია ისწავლოს საკუთარ ტემპში, ტელეფონიდანაც
რას შეძლებ კურსის ბოლოს
- წარადგენ თავს, ისაუბრებ ოჯახზე, სამსახურზე და ჰობიზე
- შეუკვეთავ კაფეში, იყიდი ბაზარში, იკითხავ გზას და იყიდი ბილეთს
- ახსნი ექიმთან, რა გაწუხებს, და მოაგვარებ ყოფით საკითხებს
- მოყვები წარსულზე (passé composé, imparfait) და ისაუბრებ გეგმებზე
- გამოხატავ აზრს და თავაზიანად ითხოვ რამეს
- გაიგებ მარტივ ტექსტებს და დიალოგებს ყურით
როგორაა აწყობილი ერთი გაკვეთილი
- გახმოვანებული ახალი სიტყვები ქართული გამოთქმით
- მზა ფრაზები, რომლებიც საუბარში მაშინვე გამოგადგება
- გრამატიკა ცხრილებით და მაგალითებით, იქვე სავარჯიშოებით
- დიალოგი რეალურ სიტუაციაზე, ყოველი ფრაზა გახმოვანებულია
- ტექსტი: სიტყვაზე შეხებით ნახავ თარგმანს და გამოთქმას
- შერეული დავალებები, წინა გაკვეთილების გრამატიკის გამეორებით
- „ილაპარაკე“: იმეორებ ხმამაღლა და პასუხობ ზეპირად, შემდეგ ნიმუშს ადარებ
- შეცდომების გასწორება და შედეგი კულტურის საინტერესო დეტალით
პროგრამა მოკლედ
- მოდული 1: ანბანი და გამოთქმა, être და avoir, -er ზმნები, არტიკლები, ოჯახი
- მოდული 2: დღის რიტმი და ჰობი, საათი, უკუქცევითი ზმნები, კაფე და მაღაზია
- მოდული 3: ქალაქი და ტრანსპორტი, vouloir / pouvoir / devoir, futur proche, passé composé
- მოდული 4: მოგზაურობა, ექიმთან, საყიდლები, ობიექტის ნაცვალსახელები, თავაზიანი ფორმა
- მოდული 5: მოგონებები და ამბები, imparfait, futur simple, შედარება
- მოდული 6: აზრის გამოხატვა, y და en, პირობითი წინადადებები, qui / que / où
ტესტები და გამოცდები
ყოველი 5 გაკვეთილის შემდეგ მოკლე ტესტია, ყოველი 10-ის შემდეგ ნაწილის გამოცდა, ბოლოს კი საფინალო გამოცდა მთელ კურსზე. ტესტი ხსნის შემდეგ გაკვეთილებს, ხელახლა ცდა კი ყოველთვის შეიძლება. შენი შეცდომები ინახება და ტესტამდე კიდევ ერთხელ გაიმეორებ.
ხშირი კითხვები
ფრანგული საერთოდ არ ვიცი. შემიძლია დავიწყო?
კი. კურსი ანბანით და გამოთქმის წესებით იწყება, ყველაფერი ქართულადაა ახსნილი და ყოველ სიტყვას ქართული ასოებით ჩაწერილი გამოთქმა ახლავს.
ფრანგული გამოთქმა რთულია. როგორ ვისწავლი?
ყოველი სიტყვა, ფრაზა, დიალოგი და ტექსტი გახმოვანებულია. „ილაპარაკე“ ნაწილში იმეორებ ხმამაღლა, სისტემა კი ხმის ამოცნობით მოგინიშნავს, რომელი სიტყვები გამოგივიდა სწორად.
რამდენი დრო სჭირდება?
ერთ გაკვეთილს დაახლოებით 30–40 წუთი სჭირდება. დღეში ერთი გაკვეთილით კურსს ტესტებიანად დაახლოებით ერთნახევარ თვეში დაასრულებ, მაგრამ ტემპს შენ ირჩევ.
ფრანგული კლავიატურა მჭირდება?
არა. é, è, ç და სხვა ნიშნების დაწერა სავალდებულო არ არის: სისტემა პასუხს მათ გარეშეც მიიღებს და სწორ მართლწერას გაჩვენებს.
როგორ ვიყიდო და როდის გაიხსნება?
კურსის გვერდზე დააჭირე „ყიდვას“, გადმორიცხე თანხა ბანკით და ატვირთე ქვითარი. ქვითრის შემოწმებისთანავე კურსი „ჩემს კურსებში“ გამოჩნდება. გადახდა ერთჯერადია, წვდომა კი სამუდამო.
პროგრამა
6 მოდული · 30 გაკვეთილი · 6 ტესტი და გამოცდა.
მოდული 1 — ანბანი, გაცნობა და ოჯახი5 გაკვეთილი + ტესტი
- ანბანი და გამოთქმა
- გაკვეთილი 01 — მისალმება და გაცნობა
- გაკვეთილი 02 — საიდან ხარ? ქვეყნები და ენები
- გაკვეთილი 03 — ნივთები და ადგილები
- გაკვეთილი 04 — რიცხვები, ასაკი და კონტაქტი
- გაკვეთილი 05 — ოჯახი და ადამიანების აღწერა
- ტესტი 1 — გაკვეთილები 1–5
მოდული 2 — დღის რიტმი, ჰობი, კაფე და მაღაზია5 გაკვეთილი + ტესტი
- გაკვეთილი 06 — საათი, დღეები და განრიგი
- გაკვეთილი 07 — ყოველდღიური რუტინა
- გაკვეთილი 08 — თავისუფალი დრო და ჰობი
- გაკვეთილი 09 — კაფეში და რესტორანში
- გაკვეთილი 10 — ბაზარში და მაღაზიაში
- გამოცდა 1 — გაკვეთილები 1–10
მოდული 3 — ქალაქი, ტრანსპორტი და წარსული დრო5 გაკვეთილი + ტესტი
- გაკვეთილი 11 — ქალაქში: გზის კითხვა
- გაკვეთილი 12 — ტრანსპორტი და ბილეთები
- გაკვეთილი 13 — სასტუმრო და ბინა
- გაკვეთილი 14 — ამინდი, სეზონები და გეგმები
- გაკვეთილი 15 — რა გააკეთე გუშინ?
- ტესტი 2 — გაკვეთილები 11–15
მოდული 4 — მოგზაურობა, ექიმი და საყიდლები5 გაკვეთილი + ტესტი
- გაკვეთილი 16 — მოგზაურობის ამბავი
- გაკვეთილი 17 — ექიმთან და აფთიაქში
- გაკვეთილი 18 — ტანსაცმელი და საყიდლები
- გაკვეთილი 19 — ტელეფონი და შეტყობინებები
- გაკვეთილი 20 — პრობლემა და საჩივარი
- გამოცდა 2 — გაკვეთილები 11–20
მოდული 5 — მოგონებები, ამბები და მომავალი5 გაკვეთილი + ტესტი
- გაკვეთილი 21 — ბავშვობა და მოგონებები
- გაკვეთილი 22 — ამბის მოყოლა
- გაკვეთილი 23 — მომავლის გეგმები და პროგნოზები
- გაკვეთილი 24 — სამსახური და სწავლა
- გაკვეთილი 25 — შედარება და რჩევა
- ტესტი 3 — გაკვეთილები 21–25
მოდული 6 — აზრი, ურთიერთობები და თავისუფალი საუბარი5 გაკვეთილი + ტესტი
- გაკვეთილი 26 — აზრის გამოთქმა და დასაბუთება
- გაკვეთილი 27 — მოწვევა და შეთანხმება
- გაკვეთილი 28 — ემოციები და ურთიერთობები
- გაკვეთილი 29 — როცა სიტყვა არ იცი
- გაკვეთილი 30 — საბოლოო სასაუბრო მისია
- საფინალო გამოცდა — მთელი კურსი