
სასაუბრო ინგლისური — ნულიდან საუბრამდე (A1–A2)
სასაუბრო ინგლისური ნულიდან, ქართული ახსნით: 40 გაკვეთილი, 600 გახმოვანებული სიტყვა, გრამატიკა სავარჯიშოებით, დიალოგები და ტესტები. სცადე უფასოდ.
49 ₾
სცადე უფასო ნიმუშიერთჯერადი გადახდა, სამუდამო წვდომა
გადახდა საბანკო გადარიცხვით. ქვითრის ატვირთვის შემდეგ კურსი შენს ანგარიშზე გაიხსნება.
კურსის შესახებ
ინგლისურის ონლაინ კურსი დამწყებთათვის, რომელიც სრულიად ნულიდან იწყება და თავდაჯერებულ საუბრამდე მიგიყვანს. ყველა წესი ქართულადაა ახსნილი, ყოველი სიტყვა და ფრაზა გახმოვანებულია, ყოველ სიტყვას კი ქართული ასოებით ჩაწერილი გამოთქმაც ახლავს. კურსი ჩვენი წიგნების „ინგლისური ნულიდან ქართულად“ და „ინგლისური ქართულად“ საფუძველზეა შექმნილი და A1–A2 დონის მასალას ფარავს.
სწავლობ ბრაუზერში, ტელეფონზეც და კომპიუტერზეც, საკუთარ ტემპში. სისტემა ყოველ პასუხს მაშინვე ამოწმებს და გიხსნის, სად შეცდი, ასე რომ მასწავლებლის გარეშეც იცი, სწორად სწავლობ თუ არა.
ვისთვისაა ეს კურსი
- ვინც ინგლისურს ნულიდან იწყებს
- ვინც სკოლაში სწავლობდა, მაგრამ ლაპარაკი უჭირს
- ვისაც მოგზაურობისთვის ან სამსახურისთვის სჭირდება სასაუბრო ინგლისური
- ვისაც ურჩევნია ისწავლოს საკუთარ ტემპში, ტელეფონიდანაც
რას შეძლებ კურსის ბოლოს
- წარადგენ თავს და ისაუბრებ ოჯახზე, სამსახურზე და ყოველდღიურობაზე
- შეუკვეთავ კაფეში, იყიდი, იკითხავ გზას და გამოიძახებ ტაქსს
- მოყვები, რა გააკეთე გუშინ, და ისაუბრებ გეგმებზე
- აეროპორტში და სასტუმროში თავაზიანად მოაგვარებ პრობლემას
- სწორად აირჩევ დროს: Present Simple, Past Simple, Present Perfect და მომავალი
- გაიგებ მარტივ ტექსტებს და დიალოგებს ყურით
როგორაა აწყობილი ერთი გაკვეთილი
- გახმოვანებული ახალი სიტყვები ქართული გამოთქმით
- მზა ფრაზები, რომლებიც საუბარში მაშინვე გამოგადგება
- გრამატიკა ცხრილებით და მაგალითებით, იქვე 6–8 სავარჯიშოთი
- დიალოგი რეალურ სიტუაციაზე, ყოველი ფრაზა გახმოვანებულია
- ტექსტი: სიტყვაზე შეხებით ნახავ თარგმანს და გამოთქმას
- 24–30 შერეული დავალება, წინა გაკვეთილების გრამატიკის გამეორებით
- „ილაპარაკე“: იმეორებ ხმამაღლა და პასუხობ ზეპირად, შემდეგ ნიმუშს ადარებ
- შეცდომების გასწორება და შედეგი კულტურის საინტერესო დეტალით
პროგრამა მოკლედ
- მოდული 1: ანბანი და გამოთქმა, to be, ნაცვალსახელები, არტიკლები, რიცხვები და საათი
- მოდული 2: ოჯახი და სახლი, have got, Present Simple, there is / there are, წინდებულები
- მოდული 3: კაფე, საყიდლები, ქალაქი, can, გზის მითითება, Present Continuous
- მოდული 4: ახლა, გუშინ და ხვალ: Past Simple, be going to, რჩევა should-ით
- მოდული 5: ამბის მოყოლა, კითხვის ფორმები, Past Continuous, შედარება
- მოდული 6: გეგმები და პროგნოზები, will, must / have to, should / might
- მოდული 7: Present Perfect, რაოდენობა, მომსახურება და საჩივარი, ზმნა + to / -ing
- მოდული 8: Passive, პირობითი წინადადებები, who / which / where, მოგზაურობის სიტუაციები
ტესტები და გამოცდები
ყოველი 5 გაკვეთილის შემდეგ მოკლე ტესტია, ყოველი 10-ის შემდეგ ნაწილის გამოცდა, ბოლოს კი საფინალო გამოცდა მთელ კურსზე. ტესტი ხსნის შემდეგ გაკვეთილებს, ხელახლა ცდა კი ყოველთვის შეიძლება. შენი შეცდომები ინახება და ტესტამდე კიდევ ერთხელ გაიმეორებ.
ხშირი კითხვები
ინგლისური საერთოდ არ ვიცი. შემიძლია დავიწყო?
კი. კურსი ანბანით და გამოთქმით იწყება, ყველა წესი ქართულადაა ახსნილი და ყოველ სიტყვას ქართული ასოებით ჩაწერილი გამოთქმა ახლავს.
რა დონემდე მიმიყვანს კურსი?
კურსი A1–A2 დონის მასალას ფარავს: ყოველდღიურ თემებზე თავისუფლად ისაუბრებ, მოგზაურობისას თავს გაართმევ და მზად იქნები შემდეგი, B1 დონისთვის.
რამდენი დრო სჭირდება?
ერთ გაკვეთილს დაახლოებით 30–40 წუთი სჭირდება. დღეში ერთი გაკვეთილით კურსს ტესტებიანად დაახლოებით ორ თვეში დაასრულებ, მაგრამ ტემპს შენ ირჩევ.
ბრიტანულ ინგლისურს ვისწავლი თუ ამერიკულს?
კურსი ბრიტანულ გამოთქმასა და მართლწერას მიჰყვება. ამ ინგლისურით ყველგან თავისუფლად გაგიგებენ, ამერიკაშიც.
როგორ ვიყიდო და როდის გაიხსნება?
კურსის გვერდზე დააჭირე „ყიდვას“, გადმორიცხე თანხა ბანკით და ატვირთე ქვითარი. ქვითრის შემოწმებისთანავე კურსი „ჩემს კურსებში“ გამოჩნდება. გადახდა ერთჯერადია, წვდომა კი სამუდამო.
პროგრამა
8 მოდული · 40 გაკვეთილი · 8 ტესტი და გამოცდა.
მოდული 1 — ანბანი, გაცნობა და პროფესიები5 გაკვეთილი + ტესტი
- ანბანი და გამოთქმა
- გაკვეთილი 01 — მისალმება და გაცნობა
- გაკვეთილი 02 — პირადი ინფორმაცია
- გაკვეთილი 03 — ქვეყნები და ეროვნებები
- გაკვეთილი 04 — პროფესიები
- გაკვეთილი 05 — რიცხვები, დღეები და დრო
- ტესტი 1 — გაკვეთილები 1–5
მოდული 2 — ოჯახი, დღის რიტმი და სახლი5 გაკვეთილი + ტესტი
- გაკვეთილი 06 — ოჯახი და გარეგნობა
- გაკვეთილი 07 — ჩემი დღე
- გაკვეთილი 08 — თავისუფალი დრო
- გაკვეთილი 09 — ჩემი სახლი
- გაკვეთილი 10 — სად არის?
- გამოცდა 1 — გაკვეთილები 1–10
მოდული 3 — კაფე, საყიდლები, ქალაქი და სამსახური5 გაკვეთილი + ტესტი
- გაკვეთილი 11 — კაფეში
- გაკვეთილი 12 — ტანსაცმლის მაღაზიაში
- გაკვეთილი 13 — ქალაქი და ტრანსპორტი
- გაკვეთილი 14 — გზის კითხვა
- გაკვეთილი 15 — სამსახურში
- ტესტი 2 — გაკვეთილები 11–15
მოდული 4 — ახლა, გუშინ და ხვალ5 გაკვეთილი + ტესტი
- გაკვეთილი 16 — ახლა თუ ყოველთვის?
- გაკვეთილი 17 — გუშინ
- გაკვეთილი 18 — გასული კვირა
- გაკვეთილი 19 — გეგმები და მოგზაურობა
- გაკვეთილი 20 — დახმარება და რჩევა
- გამოცდა 2 — გაკვეთილები 11–20
მოდული 5 — ყოველდღიური ცხოვრება, ამბები და შედარება5 გაკვეთილი + ტესტი
- გაკვეთილი 21 — ყოველდღიური ცხოვრება
- გაკვეთილი 22 — ახალი რუტინა
- გაკვეთილი 23 — ამბის მოყოლა
- გაკვეთილი 24 — გაცდენილი მატარებელი
- გაკვეთილი 25 — შედარება
- ტესტი 3 — გაკვეთილები 21–25
მოდული 6 — გეგმები, პროგნოზები, წესები და რჩევა5 გაკვეთილი + ტესტი
- გაკვეთილი 26 — საუკეთესო არჩევანი
- გაკვეთილი 27 — გეგმები და შეთანხმებები
- გაკვეთილი 28 — პროგნოზები და შეთავაზებები
- გაკვეთილი 29 — წესები
- გაკვეთილი 30 — რჩევა და შესაძლებლობა
- გამოცდა 3 — გაკვეთილები 21–30
მოდული 7 — გამოცდილება, რაოდენობა და მომსახურება5 გაკვეთილი + ტესტი
- გაკვეთილი 31 — ცხოვრებისეული გამოცდილება
- გაკვეთილი 32 — ახლახან და უკვე
- გაკვეთილი 33 — რამდენი გჭირდება?
- გაკვეთილი 34 — დაბრუნება და საჩივარი
- გაკვეთილი 35 — მინდა სწავლა, მიყვარს მოგზაურობა
- ტესტი 4 — გაკვეთილები 31–35
მოდული 8 — პირობა, აღწერა და რეალური სიტუაციები5 გაკვეთილი + ტესტი
- გაკვეთილი 36 — ის აქ მზადდება
- გაკვეთილი 37 — თუ იწვიმებს…
- გაკვეთილი 38 — ქუჩა, სადაც ვცხოვრობ
- გაკვეთილი 39 — თავაზიანად და ზუსტად
- გაკვეთილი 40 — სწორი დროის არჩევა
- საფინალო გამოცდა — მთელი კურსი