The Phoenix University

თანხის დაბრუნების წესი

ბოლო განახლება: 27 ოქტომბერი, 2026

ეს წესი წესებისა და პირობების ნაწილია. ის არ ზღუდავს მომხმარებლის უფლებებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობა გაძლევს.

  1. 1. თუ თანხა გადარიცხე, მაგრამ წვდომა არ გაიხსნა

    თუ გადარიცხვა შესრულდა, მაგრამ კურსზე წვდომა ვერ გაგიხსენით (მაგ. ქვითარი ვერ დადასტურდა, ან გადაწყვიტე, აღარ დაელოდო), თანხას სრულად დაგიბრუნებთ.

  2. 2. წვდომის გახსნის შემდეგ

    კურსი ციფრული პროდუქტია: წვდომის გახსნისთანავე მთელი მასალა ხელმისაწვდომი ხდება. ამიტომ წვდომის გახსნის შემდეგ თანხა ბრუნდება მხოლოდ ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში, რომელსაც ვერ გამოვასწორებთ და რომლის გამოც კურსის გავლა ვერ ხერხდება.

    ასეთ შემთხვევაში ჯერ ვცდილობთ პრობლემის მოგვარებას. თუ მას გონივრულ ვადაში ვერ გამოვასწორებთ, თანხას სრულად დაგიბრუნებთ და კურსზე წვდომა დაიხურება.

    თანხა არ ბრუნდება, თუ უბრალოდ გადაიფიქრე, კურსი არ მოგეწონა ან ვერ მოიცალე. სწორედ ამიტომ გვაქვს უფასო ნიმუში: სცადე ყიდვამდე.

  3. 3. ორმაგი ან შეცდომით გადარიცხვა

    თუ ერთი და იგივე კურსისთვის ორჯერ გადარიცხე ან არასწორი თანხა ჩარიცხე, ზედმეტ თანხას დაგიბრუნებთ.

  4. 4. როგორ მოითხოვო

    მოგვწერე info@phoenixuniversity.ge მისამართზე და მიუთითე:

    • ელფოსტა, რომლითაც საიტზე ხარ დარეგისტრირებული;
    • კურსის დასახელება და გადარიცხვის თარიღი;
    • რა მოხდა (ტექნიკური პრობლემისას: მოწყობილობა, ბრაუზერი და, თუ შეიძლება, სქრინშოტი);
    • ანგარიშის ნომერი (IBAN), რომელზეც თანხა უნდა დავაბრუნოთ.
  5. 5. ვადა

    მოთხოვნას განვიხილავთ და გიპასუხებთ ელფოსტით. თუ დაბრუნება დადასტურდა, თანხას საბანკო გადარიცხვით ჩავრიცხავთ 3 სამუშაო დღის განმავლობაში.